დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში ავიაკომპანია „პეგასუს“ სამგზავრო თვითმფრინავი დაფრენის დროს ბილიკზე მოცურდა და ხევში გადავარდა 05.02.2020 20:52

სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია „პეგასუს“ სამგზავრო თვითმფრინავი დაფრენის დროს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოცურდა და ხევში გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა „Daily Sabah“ იუწყება. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მეჰმეთ ჯაჰიდ თურჰანის ინფორმაციით, თვითმფრინავის ინციდენტის შედეგად დაღუპულები არ არიან. მისი თქმით, ყველა მგზავრის ევაკუირება დროულად მოხდა. თვითმფრინავში 117 მგზავრი იმყოფებოდა. ის იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ