დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„საფონდო ბირჟის ისტორიაში ასეთი ბრწყინვალე ოპერაცია ჯერ არ ჩატარებულა - ჩინეთმა არამარტო 20 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, არამედ, საკუთარი კომპანიების აქციებიც დააბრუნა“ 06.02.2020 01:47

კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ჩინეთში მიმდინარე ამბებს და ასე ასათაურებს საკუთარ პოსტს - ,,ზოგი ჭირი მარგებელიაო" ჩინურად“:

 

„საინფორმაციო სააგენტო „Faktxeber“-ის ინფორმაციით, ჩინეთი საინტერესო ეკონომიკურ ტაქტიკას იყენებდა, რის საფუძველზეც, რამდენიმე დღეში 20 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. გარდა ამისა, მან საკუთარი მონოპოლიების წილის დაახლოებით 30% დაიბრუნა. ადრე, ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ნაწილი უცხოელ ინვესტორებს, ამერიკელებს და ევროპელებს ეკუთვნოდა – ეს ნიშნავს, რომ მძიმე და ქიმიური მრეწველობიდან მიღებული შემოსავლების თითქმის ნახევარი, მიდიოდა არა ჩინეთის ხაზინაში, არამედ ევროპის „ფინანსური ზვიგენების“ ანგარიშებზე. უხანში შექმნილი ვითარების გამო, იუანმა ვარდნა დაიწყო, მაგრამ ცენტრალურმა ბანკმა არაფერი გააკეთა, იუანის მხარდასაჭერად. თანაც გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ჩინეთს უბრალოდ, არ გააჩნდა ნიღბები, კორონავირუსთან საბრძოლველად. სი ძინპინის განცხადებებმა, რომ ის მზად არის და დაიცავს უხანის ხალხს, ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის დიდი ვარდნა გამოიწვია, „ფინანსურმა ზვიგენებმა“ გაყიდვების აქციების განთავსება დაიწყეს, სანამ ისინი სრულად გაუფასურდნენ. სი ძინპინი მთელი კვირის განმავლობაში ელოდებოდა და მხოლოდ მაშინ „გაიღიმა“ პრესკონფერენციაზე, როდესაც აქციების ფასი გაუფასურდა, მან გასცა ბრძანება, ერთდროულად შეეძინათ ყველა ევროპული და ამერიკული კორპორაციების აქციები. სანამ „ფინანსურმა ზვიგენებმა“ გააცნობიერეს, რომ მათ ატყუებდნენ, უკვე ძალიან გვიან იყო: აქციები ჩინეთის ხელში აღმოჩნდა. ამ დღეებში ჩინეთმა არამარტო 20 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, არამედ საკუთარი კომპანიების აქციებიც დააბრუნა. ახლა, ტექნოლოგიისა და ქიმიის წარმოებისგან მიღებული შემოსავლები, დარჩა ჩინეთში, იუანმაც ბუნებრივად დაიწო გამყარება, ხოლო ევროპის „ფინანსური ზვიგენები” კი, მოტყუებულნი და ხელცარიელები დარჩნენ. მათ კაპიკებად დაკარგეს აქციები, რომლებსაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი მოაქვთ. საფონდო ბირჟის ისტორიაში, ასეთი ბრწყინვალედ ჩატარებული ოპერაცია, ჯერ არ ჩატარებულა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ