დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინა 07.02.2020 12:03

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, სამეგრელოს, მცხეთა - მთიანეთის და კახეთის  რეგიონებში,  ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა - გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192- მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ