დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ რასაც ის აკეთებს - საშინელებაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნამდვილი განათლება აკლია“ 08.02.2020 22:31

ხატია ბუნიათიშვილი, რომელსაც თაყვანისმცემლები ქართული კლასიკური მუსიკის სიმბოლოს უწოდებენ, youtube-არხზე ЕщенеПознер გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ გააკრიტიკა. პიანისტის თქმით, ხატია ბუნიათიშვილს ტექნიკა არ ყოფნის, შესრულების მისი მანერა კი, „ინტერტეინმენტის“ კატეგორიას მიეკუთვნება და კლასიკურ მუსიკასთან არაფერი აქვს საერთო.

 

„საქმე იმაშია, რომ ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ რასაც ის აკეთებს - საშინელებაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნამდვილი განათლება აკლია, თუმცა დღეს ეს გასაკვირი აღარ არის. ბევრი უკრავს ასე. ხომ გესმით, ტექსტთან ასეთი ფრივოლური დამოკიდებულება მე მიუღებლად მიმაჩნია“,-ამბობს ვირსალაძე. კლასიკური მუსიკის ახალ შემსრულებლებზე საუბრისას, ვირსალაძე ამბობს, რომ ბევრისთვის ფინანსური მხარე გაცილებით მნიშვნელოვანია. „გამომუშავება ყველას უნდა. მეც მინდა, რადგან 7 ძაღლი მყავს და ბევრი რამ სჭირდებათ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპში, ეს ნორმალურია. ფული ყველას სჭირდება“,-აცხადებს ელისო ვირსალაძე.

 

დღეს ელისო ვირსალაძეს ყველა დროის საუკეთესო ქალ-პიანისტს უწოდებენ, ის ხშირად მართავს კონცერტებს საზღავრგარეთ. 2020 წელს მას უკვე ჰქონდა სოლო კონცერტები თელ ავივსა და რიგაში. საქართველოში ელისო ვირსალაძემ 20 წლის წინ დაარასა კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელიც თელავში იმართება. 2017 წელს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ის ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. 

 

 

 

 

infopostalioni.com

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ