დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს 09.02.2020 17:30

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები კანონის დაცვით ტარდება. ეუთო-ს დამკვირვებლის, ინგო ბიუტნერის განცხადებით, უბნებზე შექმნილი მდგომარეობა საარჩევნო კოდექსს შეესაბამება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის, ნეტ პერის თქმით კი, ხმის მიცემის პროცესში დაბრკოლებებს ადგილი არ ჰქონია. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 39,23% შეადგინა. აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. არჩევნები 5573 საარჩევნო უბანზე ტარდება. ქვეყანაში დარეგისტრირებულია 5.3 მილიონი ამომრჩეველი. მილი მეჯლისის 125 მანდატისთვის 1314 კანდიდატი იბრძვის. საკუთარი არჩევანი დააფიქსირა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. არჩევნებს აკვირდება 77 ათასი ადგილობრივი და 850-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ