დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ლანჩხუთში "ნისანის" მარკის მინივენი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა - მძღოლიცა და დაზარალებულიც ეგვიპტის მოქალაქეები აღმოჩნდნენ 09.02.2020 19:27

ლანჩხუთში "ნისანის" მარკის მინივენი ახალგაზრდა მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქალაქის ცენტრში გზის გადაჭრას ცდილობდა. როგორც გაირკვა, ორივე მათგანი ეგვიპტის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მამაკაცი კლინიკაში იქნა გადაყვანილი. მას სახეზე და ფეხზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული,რაც ავტომობილის ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

guria.tv

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ