დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტი“ მოიპოვა 10.02.2020 12:47

„ოსკარის“ 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ფილმის კატეგორიაში სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტმა“ გაიმარჯვა. ამავე ფილმის რეჟისორმა კი ჯილდო წლის რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა. ბონგ ჯუნ ჰომ ჯილდო მიიღო ასევე წლის ორიგინალური სცენარისთვისაც. „პარაზიტმა“ გაიმარჯვა წლის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც.

 

წლის მსახიობების კატეგორიაში მამაკაცებს შორის „ოსკარი“ ჰოაკინ ფენიქსმა ფილმში „ჯოკერი“ შესრულებული როლისთვის მიიღო, ხოლო ქალებს შორის რენე ზელვეგერმა ფილმისთვის „ჯუდი“. მსახიობ ბრეტ პიტს კვენტინ ტარანტინოს ფილმში, „ერთხელ ჰოლივუდში", მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გადაეცა „ოსკარი“. ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი „ოსკარი“ ლორა დერნს ერგო, რომელიც ფილმში „ქორწინების ისტორია“ ადვოკატის როლს ასრულებს.

 

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის კი ჯილდო ერგო ტაიკა უაიტიტის, ფილმისთვის „კურდღელი ჯოჯო“, საუკეთესო ანიმაციური ფილმი გახდა - Toy Story 4, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - „თმის სიყვარული“ (Hair Love), საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „ამერიკული ქარხანა“, კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი „პატარა ქალები“. საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო ერგო „ჯოკერის“ კომპოზიტორს ჰილდურ გუანადოტირს, ხოლო წლის საუნდტრეკის ჯილდო მიიღო ელტონ ჯონის სიმღერამ "(I'm Gonna) Love Me Again - ფილმიდან Rocketman.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ