დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"ჩვენ, ყველანი მხოლოდ მიხეილ გარეკილის ყოვლისმომცველ გონებაში მახისა და ავენარიუსის "აპერცეფციის" სახით ვარსებობთ" 10.02.2020 16:10

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"ბოლშევიკური რევოლუციის თეორიასა და პრაქტიკაში პროლეტარიატის ბელადი - ლენინი და ნაცთა ბელადი - მიხეილ გარეკილი, ყველა საკითხში ერთ პოზიციაზე არიან, გარდა ერთისა:


ლენინი - ობიექტური მატერიალიზმის პოზიციებზე მყარად იდგა, ხოლო მიხეილ გარეკილი - ემპიროკრიტიკოსია და მახიზმს აწვება ბოლომდე.


ლენინმა არაფერი იცოდა მიხეილ გარეკილზე, თორემ იმ სირობას, სათაურით: "მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი", აბა რა დააწერინებდა?!


მიხეილ გარეკილმა ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცა, რომ რევოლუციური თეორიისა და პრაქტიკისათვის მახისა და ავენარიუსის სუბიექტურ იდეალიზმს ალტერნატივა არა აქვს:


ობიექტურ რეალობაში ბოლშევიკური რევოლუცია, როგორც აბსურდი - არც უნდა ხდებოდეს და ვერც მოხდება;


რევოლუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი მთელი სამყარო, როგორც ამას მიხეილ გარეკილი თავისი რევოლუციური პრაქტიკით, რაც მარქსიზმ-ლენინიზმ-მიშიზმ-მახიზმის მიხედვით ჭეშმარიტების ერთადერთი კრიტერიუმია, ამტკიცებს - მხოლოდ და მხოლოდ ბელადის წარმოდგენაა!


ჩვენ, ყველანი მხოლოდ მიხეილ გარეკილის ყოვლისმომცველ გონებაში მახისა და ავენარიუსის "აპერცეფციის" სახით ვარსებობთ: ზოგნი როგორც მისი ბიბლიოთეკის მკითხველნი და ამავდორულად, რევოლუციური შტაბის ჯარისკაცები და ზოგნიც, როგორც - ბოროტი ბიძინას აქსესურაები!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ