დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ჯავახეთის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 10.02.2020 22:45

ჯავახეთის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაჭრილი ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც სააგენტოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურმა განუცხადა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.

 

შეგახსენებთ, რომ ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ დაჭრა. მას ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ