დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„აზერბაიჯანში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი მოკლეს ფალსიფიკაციაზე საჩივრის შეტანის გამო - ამას ოფიციალური სტრუქტურები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მას გული გაუჩერდა“ 10.02.2020 23:10

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს:

 

„გუშინ აზერბაიჯანში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ყველა დეპუტატი მაჟორიტარული წესით აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შერეულ სისტემას ითხოვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებელი მოკლეს ფალსიფიკაციაზე საჩივრის შეტანის გამო, რასაც ოფიციალური სტრუქტურები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მას გული გაუჩერდა. საინტერესო იქნება ჩატარებული არჩევნების საერთაშორისო შეფასება. განსაკუთრებით კი კომენტარი იმ კონგრესმენებისგან, რომლებიც კრიტიკულად გამოვიდნენ საქართველოს მიმართ და ამავე დროს აშშ-ს კონგრესის აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფში არიან: ადამ კინცინჯერი, გერი კონოლი, მარკვეინ მალინი, პიტ ოლსონი. ტეხასელი სენატორი ჯეიმს რიშის მოსაზრებაც საინტერესო იქნობოდა“, წერს ირაკლი გოგავა.

 

„არჩევნები აზერბაიჯანში გაყალბდაა“ - ამის შესახებ პირველ არხთან საუბარში პარტიის ლიდერმა, ილგარ მამადოვმა განაცხადა: „ჩვენ გვყავდა 30 კანდიდატი და მათგან ბევრმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთის გამარჯვება აღიარეს ოფიციალურად. ეს მიუღებელი სიტუაციაა. მთავარი კი ის არის, რომ ბევრი კანდიდატის უფლებები უხეშად დაირღვა. შესაბამისად, ჩვენ კონსტიტუციით გათვალისწინებულ, მშვიდობიან ზომებს უნდა მივმართოთ. კერძოდ, 16 თებერვალს დავნიშნეთ მშვიდობიანი აქცია, რომელზეც მოვითხოვთ არჩევნების შედეგების ანულირებას იქ, სადაც არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა და ზოგადად მოვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს. ახლა დღის წესრიგში მთავარი ეს არის. მთელი მსოფლიოს თვალწინ ჩაიდინეს დანაშაული აზერბაიჯანის დემოკრატიის წინაშე და ჩვენ, აზერბაიჯანელი ხალხი ამის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეთ. ჩვენ დემოკრატიული და კონსტიტუციური გზით უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას არ მივიღებთ“, – განაცხადა ილგარ მამადოვმა. ოპოზიციური პარტია „რეალი“ 16 თებერვალს აქციის გამართვას აპირებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ