23:31 10.02.2020
„სულ ბრაზობდა, ბატონოს ნუ მეძახი, მე ჩუბჩიკა ვარო, მაგრამ ვერასდროს შევბედე და დარჩა ასე - დღეს 10 თებერვალია, ბატონი თენგიზ მირზაშვილის დაბადების დღე“

სპორტული ჟურნალისტი ელენე ბილიხოძე სოციალურ ქსელში დიდ მხატვარს, თენგიზ მირზაშვილს იხსენებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„ინტერვიუს ჩასაწერად სახელოსნოში მივედი...ეს მისი სურვილი იყო....დავით ყიფიანი მის მეზობლად ბინადრობდა და თურმე ბატონი ნოდარ ახალკაცი ბიჭებთან ერთად მისი სახელოსნოს ხშირი სტუმარი იყო...თუკი წაგებული იყო თამაში, მარტო ამოდიოდაო, მითხრა.....მურაბიანი ჩაიც მზად იყო... თან დავხატავ და თან ჩავწეროთო. მოკლედ მოვრჩი ჩაწერას და საოცარი სიურპრიზი მომიწყო...სახელოსნოში მოსვლა ამ ემოციის გამოძახილად გთხოვე და ეს ნახატი შენი საჩუქარიაო... გოგოებისთვის მურაბები გამომატანა, ნახატი კი ხელისგულებზე დამიდო სველია და არ დაგივარდესო....გამოვედი სახლიდან და წვიმაც დაიწყო.....მაგრამ ეს წვიმის წვეთები ისე ნაზად ეცემოდა ამ ქმნილებას და ისე გაიჟღინთა, რომ დღეს როდესაც ვუყურებ ვფიქრობ ეს წვიმის წვეთები არ იყო...ეს იყო ის რაღაც სხვა, სახელად საოცრება... რა ბედნიერი დრო იყო...როცა თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან...კარზე ნაზი კაკუნი და უცვლელი კითხვა-ლალი არ არის???? დრო ემოციით უნდა შემოინახო და ის დროს აუცივლებლად გაუძლებს...მეც ამ დროით შემოვინახე ჩემი "გულშემატკივარი" რომელიც ერთ დროს აღმოჩენა იყო მაგრამ მერე.....იქ სადღაც შორს ჩაილექა... დღეს 10 თებერვალია, ბატონი თენგიზ მირზაშვილის დაბადების დღე..სულ ბრაზობდა ბატონოს ნუ მეძახი მე ჩუბჩიკა ვარო, მაგრამ ვერასდროს შევბედე და დარჩა ასე ბატონ თენგიზად...“, წერს ელენე ბილიხოძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge