დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

გიგი უგულავა „მატროსოვის ციხეში“ გადაიყვანეს 11.02.2020 00:09

გიგი უგულავა ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ე.წ მატროსოვის ციხეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან ცოტახნის წინ გადაიყვანეს. 

 

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ