დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა 11.02.2020 11:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული  ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.

 

დანაშაული  13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს ყოფილი მეუღლე - თ.ე. ცივი იარაღით ყელის არეში  დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით  მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ