16:17 11.02.2020
"კორონავირუსი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის - ახლა მთავარია სოლიდარობა"

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსი „დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის“. ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ამის შესახებ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც 400- ზე მეტი მკვლევარი და ექსპერტი ესწრებოდა.

 

„შემთხვევების 99% ჩინეთში ფიქსირდება, რაც საგანგებო მდგომარეობაა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ვირუსი ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენს მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ადჰანომ გებრეისუსმა.

 

მისივე თქმით, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა.


„ახლა მთავარია სოლიდარობა, სოლიდარობა და სოლიდარობა... ამ ეპიდემიის დასამარცხებლად საჭიროა ინფორმაციის ღიად და სამართლიანად გაზიარება“,-დასძინა გებრეისუსმა.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge