დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ მისი მხარდამჭერებიც კი გააოცა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოდან ცნობადი სახეებიც კი გარბიან" 11.02.2020 16:35

მიხეილ სააკაშვილის  ბოლო დროინდელ განცხადებებსა და ქართულ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლების შესახებ  საუბრობს  კიდევ ერთი  რუსული  გამოცემა ნეზავისიმაია გაზეტა.


კერძოდ,  საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არსებული შესამჩნევი დაბნეულობის  და დაქსაქსულობის შესახებ. აქცენტი ასევე გაკეთებულია უკრაინაში ემიგრირებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით,  იგი არ ენდობა ვანო მერაბიშვილს და ქართული სახელმწიფოს ნამდვილი აღმაშენებელი მხოლოდ თვითონაა.


„მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ მისი მხარდამჭერებიც კი გააოცა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოდან ცნობადი სახეებიც კი გარბიან. ზოგიერთმა უკვე განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობიდან წასვლის მოტივი იმედგაცრუება და იდეალების გაფერმკრთალებაა“, - ნატქვამია პუბლიკაციაში, რომელშიც ქარტველი პოლიტოლოგის ვახტანგ ძაბირაძის თვალსაზრისია გამოქვეყნებული. იგი ნეგატიურად აფასებს მიხეილ სააკაშვილის მცდელობებს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის მიზნით, თუმცა აღიარებს, რომ თუ ექს-პრეზიდენტი ახალი გუნდის შექმნას მოახერხებს, იგი იოლად გადალახავს სამპროცენტიან საარცევნო ბარიერს პარლამენტში შესასვლელად.

ავტორ(ებ)ი : ნეზავისიმაია გაზეტა

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ