დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ ურთიერთობას ახლობელ ქართველი ხალხთან“ 11.02.2020 16:37

რუსულ პრესაში კვლავ ქვეყნდება ინტერვიუები, რომლებშიც მაღალი თანამდებობის მქონე რუსი პოლიტიკოსები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობენ. კერძოდ, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებს - უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს და, რა თქმა უნდა, ტრადიციულად - საქართველოსთან ურთიერთობას.


რუსული გაზეთის - „იზვესტიის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულია პუბლიკაცია  სათაურით - „რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა  მეგობრულ ურთიერთობას ახლობელ ქართველი ხალხთან“. ამჯერად ჟურნალისტს თავის თვალსაზრისს უზიარებს მოქმედი დიპლომატი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო:


რუსეთი არასოდეს არ ყოფილა საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი. პირველმა სწორედ თბილისმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან 2008 წლის სექტემბერში სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუსულ სამშვიდობო ძალებზე ვერაგული თავდასხმის შემდეგ. სამწუხაროდ, მომდევნო წლებშიც საქართველოს ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნისადმი ყველა სასიკვდილო ცოდვის დაბრალებას, თამაშობდნენ ანტირუსულ კარტს კონიუნქტურული მიზნების მისაღწევად. თავის მხრივ, მოსკოვი ცდილობს პოზიტიურ დღის წესრიგით იმუშაოს, ძალისხმევას არ იშურებს როგორც რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, ასევე ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება დიალოგის ფორმატებს, რომლებიც აუცილებელია როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული პრობლემების მოსაგვარებლად, ჩვენი შეხედულებით, ასეთი ურთიერთდამოკიდებულების მექანიზმები არსებობს. მათ რიცხვშია დიალოგის არაფორმალური არხი „გრიგორი კარასინი - ზურაბ აბაშიძე“. ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული „აღზევებისა“ და დაცემების მიუხედავად, ეს ფორმატი ეფექტურ მუშაობას აგრძელებს: სწორედ მისის წყალობით იქნა მოგვარებული ბევრი პრობლემა, სახეზეა პრაქტიკული სერიოზული შედეგები როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ