დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ადამიანმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობაზე გაქვს პრეტენზია, შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა?!“ 12.02.2020 00:23

 

„ადამიანმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობაზე გაქვს პრეტენზია, შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა?! ცუდია, რა თქმა უნდა, მისი საქციელი რაღაც დოზით გადამდებია და ვიღაცისთვის შეიძლება მაგალითიც იყოს. შეიძლება, პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა, შეგიძლია ქურთუკი შემოახიო, ხელი კრა,  დაემუქრო – ნახე რას გიზამ,  დამთავრდება არჩევნები, ჩვენ რომ მოვალთ შენ დაგიჭერ და ასე შემდეგ. აქციების დროს ძალიან ბევრი იყო მუქარა ზუსტად ამ ოპოზიციური ლიდერებისგან – „აი ჩვენ რომ მოვალთ, შენ ნახე; ჩვენ გიმახსოვრებთ ძალიან კარგად და სხვა“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია”იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

„თუ იგივეს გააკეთებს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პირობითად მმართველი გუნდის წარმომადგენელი, გამოვა მთელი სპექტრი, დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. არ მინდა მე კრიტიკაში ჩამეთვალოს არასამთავრობოების, ვთანამშრომლობთ და ძალიან კარგად სხვათა შორის ბევრთან… გამოვა  და მოითხოვენ ალბათ დავიჭიროთ და ყველაფერი. არ ვიცი, ყველაზე უმაღლესი სასჯელი რაც შეიძლება იმ ქმედებაზე რომ მივცეთ. მათზე არავინ არ გამოდის. რატომ არ გამოვიდა თუნდაც ვაშაძის თემაზე – რატომ არ დააკავეთ, რატომ არ დასაჯეთ, რომ რაღაც საქციელი ჩაიდინა – გაგიგიათ ვინმე გამოსულიყო მაგ კუთხით, მაგ მხრივ? არ გამოსულა. ეს სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ახალისებს და პოლიციელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს ეს. პირიქით, აგრესიას იწვევს ეს“– აღნიშნა მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ