დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

"პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ქონების კონფისკაციის შესახებ" 12.02.2020 11:43

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ქონების კონფისკაციის შესახებ.

ეს უნდა იყოს სულ რამდენიმეაბზაციანი კანონი!

მაგრამ აუცილებლად ცალკე კანონი!

ამ კანონში უნდა ეწეროს:


1) სახელმწიფო მოხელე, რომელიც ბიუჯეტის ფულს მოიპარავს, ისჯება:


მისი ქონების მთლიანად და მასთან დაკავშირებული პირების დაუსაბუთებელი ქონების სრული კონფისკაციით.

1000 ლარიც რომ მოიპაროს და მილიონის ქონებაც რომ ჰქონდეს, მთლიანად უნდა ჩამოერთვას! ისიც ნაქურდალი იქნება!

ასევე უნდა აეკრძალოს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ან/და არჩევითი თანამდებობის დაკავება!


2) მეწარმე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადს დაუმალავს, ისჯება:


ზარალის ათმაგი ოდენობით ანაზღაურებით.

ზარალის ანაზღაურების შემდეგ ყოფილ სახელმწიფო მოხელეს ან/და მეწარმეს დაეკისროს საზოგადოების სასარგებლოდ მუშაობა... დასუფთავების სამსახურში!

არავითარი პატიმრობა!

ახლა ეგენი ინახე კიდევ სახელმწიფოს, ანუ გადასახადის გადამხდელის ხარჯზე!"- წერს ბონდო მძინარაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ