დღე: 20

ღამე: 12

USD 2.6755

EUR 2.8837

„სამხრეთ კავკასია-2020: სომხური ილუზიები, ქართული გაურკვევლობა და აზერბაიჯანული პრაგმატიზმი“ 12.02.2020 13:01

აზერბაიჯანის ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „რიჯენ ფლას“-ის (Region Plus) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სამხრეთ კავკასია-2020: სომხური ილუზიები, ქართული გაურკვევლობა და აზერბაიჯანული პრაგმატიზმი“ გადმოცემულია რეგიონის ქვეყნებში 2020 წლის დასაწყისიდან მიმდინარე პროცესების ანალიზი.


პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სომხეთის ხელისუფლება, კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას ატყუებს და აცხადებს - ეროვნული შემოსავლები მატულობს, ქვეყანა წინ მიდის, საქართველოსაც კი გავუსწარით წარმოების ტემპებშიო, მაგრამ სინამდვილეში სომხეთში ცხოვრების დონე ეცემა. ანუ ერევნელი ლიდერები ილუზიების ტყვეობაში არიან.


რაც შეეხება აზერბაიჯანს, სტატიაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ხელისუფლება პრაგმატულად მოქმედებს, სახელმწიფო სტაბილურად ვითარდება, აზერბაიჯანს მდგრადი ეკონომიკა აქვს და მას არაფერი არ ემუქრება.


საქართველოს შესახებ პუბლიკაციის ნაწილს ასეთი ქვესათაური აქვს: „საქართველო „ცხელი“ შემოდგომის წინაშე“. გთავაზობთ მცირე ამონარიდს:


„ჩვენს მეზობელ საქართველოში, პოლიტიკური თვალსაზრისით, 2020 წელი „ცხელი“ იქნება. დღეს საქართველოს ძირითადად ორი მთავარი საკითხის გადაწყვეტა აღელვებს:


პირველი - საპარლამენტო არჩევნები (ოპოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ითხოვს, ქუჩის აქციებს მართავს და ხელისუფლებას დასავლეთის წინაშე უჩივის) და  მეორე - ეკონომიკის მდგრადი განვითარება (აშკარაა, რომ მმართველმა პარტიამ ვერადავერ მოაგვარა საზოგადოების ყველაზე მწვავე პრობლემები - უმუშევრობა და ცხოვრების დაბალი დონე, მცირდება უცხოური ინვესტიციების მოცულობა).


ბევრი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ შესაძლოა შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შდეგებმა ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილება გამოიწვიოს, თუმცა სკეპტიკოსები თვლიან, რომ ხელისუფლება ჯერ ისეთი სუსტი არ არის, რომ ოპოზიციის წინაშე უკან დაიხიოს და ქვეყნის მართვის სადავეები მას ჩააბაროს, მით უმეტეს, რომ ოპოზიციას ხელისუფლების დასაბრუნებლად ძალა არ ეყოფა“.


წყარო: ჟურნალი Region Plus

http://regionplus.az/ru/articles/view/7027

ავტორ(ებ)ი : ჟურნალი Region Plus

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ