დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ქართული ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს: თბილისის ექს-მერისათვის განაჩენის გამოცხადებამ შეიძლება სერიოზული პოლიტიკური რყევა გამოიწვიოს“ 12.02.2020 13:47

 

რუსული ყოველდღიური გაზეთი „კომერსანტი“ («КоммерсантЪ») 12 თებერვლის ნომერში სტატიას აქვეყნებს სათაურით „ქართული ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს: თბილისის ექს-მერისათვის განაჩენის გამოცხადებამ შეიძლება სერიოზული პოლიტიკური რყევა გამოიწვიოს“.

 

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული გიგი უგულავას მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები - თუ როგორ იღებდნენ უკანონო ხელფასებს დედაქალაქის მერიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და იმავდროულად პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ. სტატიის ავტორი ესაუბრება ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს, რომელიც ვარაუდს გამოთქვამს - „გიგი უგულავა უკვე იყო პატიმრობაში და როცა იგი ციხიდან გათავისუფლდა, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ მისგან პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვა. ყოფილი მერი კი პირიქით, ჩრდილში კი არ წავიდა, არამედ ბიძინა ივანიშვილის მწვავე კრიტიკოსი გახდა“. პუბლიკაციაში გამოთქულია პროგნოზი, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას გააძლიერებს.


წყარო: გაზეთი „კომერსანტი“

https://www.kommersant.ru/doc/4251402

 

ავტორ(ებ)ი : გაზეთი „კომერსანტი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ