დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ნაცების მიზანი იმთავითვე ბოლშევიკურ-კრიმინალურია: ძალაუფლების მისატაცებლად ე.წ. რევოლუციის ორგანიზება..." 14.02.2020 15:59

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"არა ერთგზის მითქვამს, რომ ტიპოლოგიურად საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაციები უფრო პატრონ-კლიენტელურ წარმონაქმნებს წარმოადგენენ, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს.


მიუხედავად ამისა, ცხადია - „ოცნებას“ გაცილებით მეტი რესურსი და რეალური პერსპექტივა აქვს, რათა ელექტორალურ პარტიად, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენებისა თუ სოციალური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავს და წარადგენს, ტრანსფორმირდეს, ვიდრე სხვებს.


რაც შეეხებათ ნაცებს - ბუნებრივია, ისინიც ასევე პატრონ-კლიენტელური ორგანიზაციაა, მაგრამ რითაც განსაკუთრებულად გამოირჩევიან - ბოროტმოქმედი კლიენტელას ეთოსით!


ნაცები, თავისი არსით, იმთავითვე, როგორც სისტემურად, ასევე სტრუქტურულადაც არა საარჩევნო, არა ელექტორალური, არამედ, როგორც თავის დროზე ბოლშევიკები იყვნენ ორგანიზებულნი „რევოლუციის“ მოსაწყობად და ძალაუფლების ყოველგვარი კანონისა თუ სამართლის მიღმა მისატაცებლად, ასევე, სწორედ „რევოლუციური მიზანშეწონილობით“, ე.ი. „მასების რევოლუციური დარაზმულობის“ სტრატეგიული მიზნიდან გამომდინარე, აგებენენ თავიანთ პარტიულ პოლიტიკასაც და ორგანიზაციულ სტრუქტურებსაც. როგორც ბოლშევიკებისთვის იყო სტრუქტურული პრინციპი - „დემოკრატიული ცენტრალიზმი“, ასევეა ნაცებისთვისაც.


უარესიც: ბოროტმოქმედული ეთოსი რაც ბოლშევიკური ყაიდის კლიენტელებს ახასიათებთ, კარგად მჟღავნდება კადრების რეკრუტირებისა და ასევე, ლიდერების შერჩევა-გამორჩევის დროს, რაც თითქმის ისეთივე „ინიციაციის ტექნოლოგიით“ ხდება, როგორც ე.წ. ქურდულ სამყაროში. ცხადია, რაიმე დემოკრატიულ პროცესზე აქ საუბარიც ზედმეტია. როგორც „ქურდად“ წამოყენება და „კურთხევა“ ხდება ქურდების „სხადნიაკზე“, ასევეა ნაცებშიც - უკვე აღიარებული „ავტორიტეტების“ მიერ და არაფორმალური, არასაჯარო პროცესით, კერძო ურთიერთობებიდან და „ნაცური გაგებისადმი“ პირადი ერთგულება-თავდადების კრიტერიუმებით, აკურთხებენ ხოლმე ნაცად(ქურდები ამას „მომავალს“ ეძახიან) და მერე, გამორჩეულ პარტიულ „ავტორიტეტად“ ვინმე ახალბედას. დაახლოებით ასევე იყო ბოლშევიკებშიც. აქ როგორ არ უნდა გავიხსენოთ დოსტოევსკის „ეშმაკნი“ („ბესის“ უფრო სწორი თარგმნი იქნებოდა - „ქაჯნი“), სადაც ბოლშევიკური პარტიის დაარსებამდე ასე ბრწყინვალედ არის დახატული მათი ბოროტმოქმედული ბუნება და ეთოსი.


იგივე, ბოროტმოქმედულ ეთოსზე დამყარებული „რევოლუციური მეთოდი“ დაანონსა ახლა ნაცების მთავარმა ავტორიტეტმა („გიმელად“ მომჯდარი ლენინის ანალოგიაა) - მიხეილ გარეკილმა, როცა რევოლუციური შტაბის დაარსების შესახებ განაცხადა!


ბუნებრივია, იმას არ ვამტკიცებ, რომ ე.წ. ქურდული სამყარო და ბოლშევიკური ყაიდის, ე.ი. რევოლუციის ორგანიზებისათვის მოწოდებული პარტია, როგორც სოციალური წარმონაქმნები, ერთი და იგივეა. თუმცა, მათ გადაკვეთის წერტილები, ცხადია, უხვად აქვთ და მათ შორის ბევრი რამ არის საერთო. უწინარესად ის, რომ ორივეს „მოწოდება და პროფესია“ იმთავითვე - კრიმინალურია და მათი ეთოსი, ე.ი. როგორც „შავი“, ასევე „ნაცური“ გაგებაც კანონის, საერთოდაც ლეგალობის და ნორმების ტოტალურ მიუღებლობას ემყარება. ისინი სახელმწიფოს კანონებს, საერთოდაც რაიმე ლეგალურ ნორმებსა თუ პროცედურებს არც აღიარებენ და არც ემორჩილებიან; მათთვის მხოლოდ თავიანთი, ე.ი. „ქურდული“ ან „პარტიულ-კორპორაციული“ კანონებია ლეგიტიმურიცა და სამართლიანიც. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ თუკი დასჭირდებათ, ლეგალურ მეთოდებს „ჰიბრიდულად“ არ გამოიყენებენ ავი ზრახვების განსახორციელებლად.


ნაცების მიზანი იმთავითვე ბოლშევიკურ-კრიმინალურია: ძალაუფლების მისატაცებლად ე.წ. რევოლუციის ორგანიზება, ძალაუფლების სრულად ხელში ჩაგდება და შემდეგ, ამ ძალაუფლების გამოყენება არა ერი-სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, ანუ საყოველთაო, ყველასთვის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი სიკეთეების შესაქმნელად, საერთო-ეროვნული უსაფრთხოებისა თუ კეთილდრეობისათვის, არამედ - თავიანთი სოციალური „კლასის“, რომლის "ელიტადაც" თავს მიიჩნევენ, მაქსიმალური პოლიტიკური თუ მატერიალური სარგებლის მისაღებად. ბუნებრივია, რეპრესიული სისტემა, როცა ბოლშევიკური, ე.ი. რევოუციური ყაიდის პარტია ხელისუფლებას აიღებს - აბსოლუტურად გარდაუვლია. ხელისუფლებაში თუ მობრუნდნენ - აუცილებლად ისევ ყველა სოციალური ფენის, გარდა საკუთრივ მათი კლიენტელისა და მომსახურე ნომენკლატურისა, დათრგუნვაზე ორიენტირებული კორპორაციული მმართველობა დამყარდება.


სწორედ ამიტომ - ცხადია, ნაცები არა მხოლოდ წარსულის, არამედ უწინარესად - იმ მომავლის, რასაც ხელახლა გვიმზადებენ, გამო არიან საშიშნი!" - წერს ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ