დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

“7-8 წლის მანძილზე დამნაშავეებს რომ არ დასჯი და 2020 წლის არჩევნების წინ გაგახსენდება, ეს უპასუხისმგებლობა კითხვებს ტოვებს” 15.02.2020 12:09

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

,,ირმა ინაშვილი: მთელი 7-8 წლის მანძილზე დამნაშავეებს რომ არ დასჯი და მაინც და მაინც 2020 წლის არჩევნების წინ გაგახსენდება, რომ უნდა დასაჯო, ეს არათანმიმდევრულობა და უპასუხისმგებლობა ტოვებს კითხვებს და პოლიტიკურ ელფერს სძენს პროცესს. ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ 2004-2011 წლებში ჩადენილ დანაშაულებებზე, დასასჯელია "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, ის შემადგენლობა, რომელიც წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს და ახლა იმისი ახსნა გვიწევს, ვინაა პოლიტპატიმარი და ვინ- არა. მთელ ამ მარაზმში ყველაზე ცუდი ის მაგალითია, რომელსაც ვაძლევთ ახალ თაობას: კაცმა შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, ხალხი აწამოს, მოკლას, ქვეყნის მიწები ჩააბაროს და მერე ბედნიერად იცხოვროს და პოლიტიკურ ასპარეზზეც იაქტიუროს. ძალიან სახიფათო მაგალითია ეს."- წერს მალხაზ გულაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ