დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს 15.02.2020 18:28

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და დაჭრილი მამაკაცი მეზობლები არიან. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ