რომში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ბექა ლომთაძე (61 კგ). გენომ დამაჯერებლად (7:2) სძლია უკრაინელ ოლექსანდრ ხოციავინსკის. ლომთაძემ კი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (2:1) აზერბაიჯანელი ინტიგამ ვალიზადა. ასე რომ, კვირას ორი ოქროს შანსი გვაქვს, რაც შეეხება ირაკლი მწითურს (92 კგ), ის ნახევარფინალში დამარცხდა თურქ სულეიმან ყარადენიზთან და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ინფორმაციას lelo.ge ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge