ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტის ახალ სარეკლამო კლიპს აქვეყნებს და წერს:
„ესაა PR! [მოკლედ, გასაგებად, დასამახსოვრებლად]. ტრამპის მორიგი საარჩევნო კლიპი - ამერიკა კვლავ დიდებულია. უკეთესად, ვიდრე მანამდე! პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით, ახალ სიმაღლეებზე ვართ - მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი; მზარდი ჯამაგირი; რეკორდულად დაბალი უმუშევრობა; ჩვენი უსაფრთხო საზღვრები; ვიცავთ ქვეყანას, პატივს მივაგებთ ჩვენ ვეტერანებს! უწინარესად, ვამაყობთ ჩვენი ამერიკელობით და ჩვენი ქვეყნით, ჩვენი ოჯახებითა და დროშით! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! და საუკეთესო კიდევ წინაა!“
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge