დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ისრაელში ჩასული რუსი ტურისტები კურორტ ეილათის უფასო სასადილოთი ჩუმად სარგებლობდნენ 16.02.2020 18:28

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი ანი კოლი სოციალურ ქსელში რუსი ტურისტების შესახებ საინტერესო ამბავს აქვეყნებს: 

 

„რუსო ტურისტო“ თურმე დადიან კურორტ ეილათის უფასო სასადილოში, რომელიც 20 წელია ემსახურება ქალაქის გაჭირვებულებს და დღეში 400 კაცს აჭმევს. „რუსო ტურისტომ“ იპოვა ეს სასადილო. პირველად ვერც შეამჩნიეს სასადილოში, მაგრამ უცებ მათ მასიურად დაიწყეს მოსვლა და ჭამა! ესენი არიან „რუსო ტურისტო“ და ამ ბოლო დრის დაემატათ „უკრაინო ტურისტოც“, წერს ანი კოლი.

 

abomus.co.il.ru-ს ოფიციალური ინფორმაციით, კურორტ ეილათის უფასო სასადილოს დირექტორი ჰილი გროსმანი ყვება: „თავიდან რამდენიმე რუსი ტურისტი მოვიდა, ისე, რომ ვერც კი შევამჩნიეთ. თანამშრომლები არ ამოწმებენ, ვინ შემოდის სადილად. ბოლო დროს ათობით რუსმა ტურისტმა დაიწყო სასადილოთი სარგებლობა, რაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს სასადილო უპოვარებისთვის არის და არა ჩამოსული ტურისტებისთვის“, აცხადებს დირექტორი.   

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ