დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გერმანიის ბუნდესთაგში გამოჩნდა პირველი ჩეჩენი ქალი დეპუტატი - ბელა ბაჰი 16.02.2020 21:16

გერმანიის ბუნდესთაგში გამოჩნდა პირველი ჩეჩენი ქალი დეპუტატი - ბელა ბაჰი (ბაჰაევა). ინფორმაციას doshdu.com-ი ავრცელებს. 29 წლის ახალგაზრდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს. ბელა ბაჰი გერმანიაში დაიბადა, ქალაქ მაგდებურგში, სადაც მისი მშობლები 1990 წელს ჩეჩნეთიდან ჩავიდნენ საცხოვრებლად. მან იურისპრუდენცია მიუნხენის უნივერსიტეტში შეისწავლა და ორჯერ იყრიდა კენჭს ბუნდესთაგში შესასვლელად. 2020 წლის თებერვალში მან დაიკავა გადამდგარი კოლეგის, მარტინ ბურკერტის ადგილი. როგორც ბელა ბაჰის ინსტაგრამიდან ჩანს, ის გატაცებულია ალპინიზმით, ჰყავს საყვარელი კატა, სახელად კენზო.     

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ