დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გიორგი შენგელაია - ქართული კინოს „ახალი ტალღა“ 18.02.2020 13:37

რუსული პრესა ყურადღებას უთმობს ქართველი კინორეჟისორისა და მსახიობის გიორგი შენგელაიას გარდაცვალებას: გაზეთ „კომერსანტის“ დღევანდელ, 18 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია-ნეკროლოგი სათაურით „გაორებული ქართული გზა“ (ავტორი - მიხეილ ტროფიმენკოვი).


პუბლიკაციაში გაანალიზებულია გიორგი შენგელაის ცხოვრებისეული გზა, მისი შემოქმედება, მისი ფილმები. „გიორგი შენგელაია ქართული კინოს „ახალ ტალღას“ წარმოადგენდა. იგი საქართველოს ყველაზე რადიკალურად უმღეროდა, მას თავისი ქვეყანა ყველაზე რადიკალურად უყვარდა, მაგრამ ასევე ყველაზე რადიკალურად აკრიტიკებდა.


ქართული კინო - ერთი დიდი ოჯახია და ეს მეტაფორა არ არის. გიორგი შენგელაია და მისი უფროსი ძმა, ასევე გამოჩენილი რეჟისორი ელდარ შენგელაია ქართული საბჭოთა კინოს ფუძემდებლების - ნიკოლოზ შენგელაიასი და ღვტაებრივი მსახიობის - ნატო ვაჩნაძის შვილები არიან. სოფიკო ჭიაურელზე ქორწინებამ გიორგი შენგელაია მიხეილ ჭიაურელთან - კინოსტალინიანის მამასთან და მის ცოლთან - ვერიკო ანჯაფარიძესთან დაახლოვა. შესაბამისად, გიორგი შენგელაია დაუახლოვდა ვერიკო ანჯაფარიძის დისწულს გიორგი დანელიას. უნიკალური შემთხვევაა, როცა ნათლიმამობა დიდი და შეუდარებელი ტალანტების აყვავების სინონიმი ხდება, - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ გიორგი შენგელია მკვეთრად გაორებულ ტალანტს წარმოადგენდა - მის შემოქმედებაში იგრძნობოდა ბრაზიც და სინაზეც, ბოროტებაც და უსაზღვრო სათუთობაც.


სტატიაში მიმოხილულია გიორგი შენგელაიას ფილმები „ალავერდობა“, „ფიროსმანი“ „ვერის უბნის მელოდიები (რომელიც ჰოლივუდის სტანდარტებითაა გადაღებული), „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „სიყვარული ყველას უნდა“, ხარება და გოგია“ და სხვები. ავტორი აღნიშნავს, რომ გიორგი შენგელაიას ფილმებმა საქართველოში და საბჭოთა კავშირში საყოველთაო სიყვარული მოიპოვა.


წყარო:https://www.kommersant.ru/doc/4259072
query=%D0%B3%D1%80%D1%83%D0%B7%D0%B8%D1%8F

 

მოამზადა სიმონ კილაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ