დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"სამი დღის განმავლობაში, სარფის საბაჟოზე, დიდი თოვლის გამო სატვირთო ავტომობილების გაშვება არ ხდებოდა" 18.02.2020 13:44

 

თურქული პრესა, კერძოდ, გაზეთები „ჰურიეთი“ და „სტარი“ ვრცელ რეპორტაჟებს აქვეყნებენ თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე სარფის გამშვები პუნქტიდან, სადაც უამინდობის გამო ათასობით ავტომანქანაა გაჩერებული.


„სამი დღის განმავლობაში საბაჟოზე დიდი თოვლის გამო სატვირთო ავტომობილების გაშვება არ ხდებოდა. დადგა უსაშველოდ გრძელი რიგი, რომლის სიგრძე 15 კილომეტრს აღწევს. ავტომანქანები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 700-მდეა (სამი დღის წინ კი 1500-მდე იყო), ჩამწკრივებულები არიან შავი ზღვის პირას ავტომაგისტრალზე. ბევრი სატვირთო ავტოფურგონი დგას ხოფასა და ქემალფაშაშიც, სარფიდან 40 კმ-ის დაშორებით.


თურქეთის სატვირთო ავტომანქანების კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ოსმან აქიურეკის თქმით, სარფის საბაჟოზე პრობლემები ნამდვილად იყო, მაგრამ ახლა ავტომანქანების გაშვება დაიწყო, 17 თებერვალს 550 ავტომანქანა გავიდა საქართველოსკენ და ოთხშაბათისთვის ნორმალური სიტუაცია, სავარაუდოდ, უნდა აღდგეს.


რასაკვირველია, ყოველ მძღოლს ტავისი ბედი აღელვებს. „მე კაისერიდან ვარ“, - ამბობს ავტოფურის მძღოლი გაზეთის კორესპონდენტტან საუბარში, - აქ უკვე მეოთხე დღეა ვდგავარ. მე საქართველოში და აზერბაიჯანში მელოდებიან. აქ დგომა აუტანელია, სიცივეა და დროს ვკარგავთ. კიდევ კარგი, რომ მე ავეჯი მიმაქვს, სხვები კი, ჩემი მეგობრების ავტომანქანები, ისეთი პროდუქტითა არიან დატვირთული, რომლისთვისაც ლოდინი წამგებიანია“.


სტატიის დასასრულს ავტორი იმედს გამოხატავს, რომ სიტუაცია უახლოეს ხანში გამოსწორდება და თურქი მძღოლები საქართველოს ტერიტორიას ტრანზიტით დროულად გაივლიან.


წყაროები:

https://www.hurriyet.com.tr/galeri-sarp-sinir-kapisindaki-tir-kuyrugu-findikliya-kadar-ulasti-41449291

https://www.star.com.tr/guncel/sarp-sinir-kapisindaki-tir-kuyrugu-findikliya-kadar-ulasti-haber-1515601/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ