დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"უმუშევრობის დონის შემცირება არის შედეგი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა"- გიორგი ცუცქირიძე 19.02.2020 12:16

დღეს საქსტატმა დასაქმება და უმუშევრობის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მართალია, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ უმუშევრობა რჩება, მაგრამ მსოფლიო ბანკის ბოლო მოხსენებაც ადასტურებს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია EuCham-ის “ მორიგი კვლევის „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 70 ქულით მე-18 ადგილზეა, და რეგიონში სულაც საუკეთესო მაჩვენებელი აქვს",- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი - გიორგი ცუცქირიძე. 


"ეს ტენდენცია თავსებადია უმუშევრობის ბოლო2019 წლის მეოთხე კვარტალის შედეგებთანაც.


2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა, რაც არის არა თუ ბოლო ათწლეულში, არამედ ბოლო ოც წელიწადშიც კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


ციფრობრივად, 2019 წელს უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 24.7 ათასით და 221.0 ათასი შეადგინა.


როდესაც უმუშევრობის სტრუქტურას ვეხებით, ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს დასაქმების სტრუქტურაში 2018 წლიდან მოყოლებული დაქირავებული პირების ზრდის მეტად დადებითი ტენდენცია, 2019 წელს დაქირავებით დასაქმებულები აჭარბებდნენ თვითდასქმებულთა რაოდენობას. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 849.3 ათასი, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობამ 840.4 ათასი შეადგინა.


უმუშევრობის დონის შემცირება პირველ რიგში არის შედეგი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა, რაც ბიზნესის თავუსუფლების მხარდაჭერაზე და წარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზეა ორიენტირებული. მარტო სახელმწიფო პროგრამების "აწარმოე საქართველოში" ბოლო ანგარიშიც აჩვენებს, რომ სააგენტოს მხარდაჭeრით შექმნილია და გაფართოებულია 495 საწარმო და სასტუმრო პროექტი, რომლებიც შექმნის 17 ათასზე მეტი სამუშაო ადგილს, ხოლო 2018 წელთან შედარებით , საწარმო პროექტების რაოდენობა გაზრდილია 31 % - ით , ხოლო სასტუმრო პროექტები 48 % - ით და ეს ტენდენცია არის მზარდი გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამას დაემატა მიკრო და მცირე ბიზნესის კომპონენტიც, რაც არის დასაქმების წამყვანი კონტრიბუტორი ეკონომიკაში."- წერს ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ