დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"მეოთხემ ხალხს თავი გაახსენა: გიორგი მარგველაშვილი დიდ პოლიტიკას უბრუნდება“ 19.02.2020 13:53

 

აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „კასპიი“-ს («Каспий») დღევანდელ, 19 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მეოთხემ ხალხს თავი გაახსენა: გიორგი მარგველაშვილი დიდ პოლიტიკას უბრუნდება“...


პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით კი ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირების ფონზე ახალი მოთამაშის - საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დაბრუნებას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ავტორი ხაზს უსვამს, რომ იგი 2013 წელს ქვეყნის პრეზიდენტად მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისა“ და მისი ხელმზღვანელის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით იქნა არჩეული, დღეს იგი თავის ყოფილ მხარდამჭერებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მართვის სტილად ავტორიტარიზმი აირჩია და „წითელ ხაზებს“ გადააბიჯა. გიორგი მარგველაშვილმა ასევე მოუწოდა ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და თავდაცვის ექს-მინისტრს ირაკლი ალასანიას, რომ ისინიც პოლიტიკას დაუბრუნდნენ.


როგორც ავტორი აღნიშნავს, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რომელ პარტიასთან იქნება გიორგი მარგველაშვილი. მისი თანაგუნდელები (პრეზიდენტობის პერიოდიდან) ამჟამად ძირითადად ბანკირის მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „ლელო“-ში არიან და მართალია, კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ექს-პრეზიდენტისა და ბანკირის თვალსაზრისები ერთმანეთს ბევრ საკითხში ემთხვევა.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერებმა „ევროპული საქართველოდან“ დადებითად შეაფასეს გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება, ხოლო მმართველი „ქართული ოცნებიდან“ ერთგვარი გაფრთხილებასავით გაისმა - კარგი იქნება, თუ ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლობა დესტრუქციულ ძალებთან არ დაიწყებსო.


სტატიაში მიმოხილულია ქართველი პოლიტოლოგების კომენტარები გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ