დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

თურქული ეთნო ჯაზის კონცერტმა Ney in Ethno Jazz - ანატოლიის ჰანგები დიდი ანშლაგით ჩაიარა 19.02.2020 16:50

გუშინ, 18 თებერვალს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში დიდი წარმატება ხვდა წილად თურქული ეთნო ჯაზის კონცერტს, რომელიც Burcu Karadag-მა და მისმა მეგობრებმა წარმოადგენა.
ეთნიკური მუსიკისა და ჯაზის შდერწყმით გაჩენილი ეთნიკური ჯაზი კვლავ აგრძელწბს აღმოსავლეთისა და დასავლეთის საერთო ფასეულობების გავრცელებას.
Burcu Karadag-მა ნეის მომაჯადოებელი ხმის, პიანინოსა, დრამის, ბალაბანისა და კონტრაბასის შერწყმით მსმენელს მუსიკალურ ექსპერიმენტზე იწვევს.
ანატოლიის ჰანგები დასავლეთის ჯაზთან ჰარმონიაში მოჰყავთ Burcu Karadag-ს, რომელიც როგორც თურქეთში, ასევე საერთაშორისიო ასპარეზზე პროფესიულ დონეზე ნეის შემსრულებელი ერთადერთი ქალი არტისტია, რომელიც მუსიკის სფეროში მოღვაწეობს,  ახალგაზრდა აზერბაიჯანელ პიანისტ ეთიბარ ასადლს,  რომელიც მუსიკის სფეროში პარიზში აგრძელებს მოღვაწეობას, დრამერს,  კავკასიის სუნთქვას ექინ ჯეზგიზქანს, ბალაბანისა და თუთექის (ჩასაბერი საკრავები) ოსტატ ალფსარ რაჰიმოვსა და ელექტრობასში პარიზის მბრწყინავ ვარსკვლავს პიერ თომას ფრიდომს.
კონცერტს დაესწრო თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი, რომელმაც სამახსოვრო საჩუქარი ბროწეულის ფორმის ძვირფასი სამკაული გადასცა Burku Karadag-ს და აღნიშნა, რომ ის ხშირად და სიამოვნებით უსმენს Burku-ს კომპოზიციასსახელწოდებით «ბროწეული».

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ