ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ცალკეული საექსპერტო ჯგუფების სავარაუდო ლუსტრაციაზე მიანიშნებს:
„მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ყველა წამყვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, სარეიტინგო სააგენტომ თუ კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები, საინვესტიციო გარემო თუ მაკროპარამეტრები პოზიტიურად შეაფასა, დარწმუნებული ვარ აქაური ცალკეული საექსპერტო ჯგუფები და არასამთავროები დაიწყებენ იმის ტირაჟირებას, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური და ბიზნეს კლიმატი სავარაუდოდ გაურესდება. ბუნებრივია, ამ ფაქტორს დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოს დაუკავშირებენ, მით უმეტეს ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა. ეს პირველი კვარტალი ხომ მარტის ბოლოს მთავრდება, ნაციონალური ოპოფლანგის დაანონსებული "გრანდიოზული" მიტინგიც ხომ 4 აპრილს არის დანიშნული. ასე, რომ პოლიტიკოსების პარალელურად ლუსტრაცია ამ ფლანგზეც მოხდება“, წერს გიორგი ცუცქირიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge