დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია, რომელიც დრომ დაადასტურა" 20.02.2020 12:21

ბელარუსის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფართოდ გაშუქდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი მინსკში, 19 თებერვალს, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება-გაღრმავებას ემსახურება.


ვიზიტის შესახებ ვრცელი ვიდეორეპორტაჟი გადაიცა ბელარუსის ტელეკომპანიის („დედაქალაქის ტელევიზიის“) პროგრამა „24 საათში“.


ვიდეომასალაში აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო საქონელთ ბრუნვამ უახლოეს ხანში 200 მილიონ დოლარს უნდა მიაღწიოს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრისას ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა სერგეი რუმასმა ხაზი გაუსვა, რომ ორივე სახელმწიფოს შორის ურთიერთსასარგებლო და წარმატებული პროექტების რეალიზება შეიძლება. მაგალითად, მინსკს შეუძლია თბილისს მიაწოდოს ხანძარსაქრობი თანამედროვე ტექნიკა, ვაგონები მეტროპოლიტენისათვის, რაზედაც მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს - 19 თებერვალს ხელი მოეწერა მემორანდუმს „მინსკის მეტროპოლიტენსა“ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის.


„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია, რომელიც დრომ დაადასტურა. ბელარუსში ხშირად ნახავთ ქართულ პროდუქციას - ღვინოებს, მინერალურ წყლებს სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ჩვენი ქვეყანა კი საქართველოს აწვდის ელექტროტრანს ფორმატორებს, მედიკამენტებს, ავეჯს, რძის და ხორცის პროდუქტებს“, - აღნიშნულია ბელარუსის ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ