დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თავდასხმას და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ადასტურებენ 20.02.2020 21:18

საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თავდასხმას და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ადასტურებენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმით, აქტიურ კომუნიკაციაში არიან გემთმფლობელთან, რომელიც აცხადებს, რომ ტანკერზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მეზღვაურების ვინაობას მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ.

 

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დღეს შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ გემთმფლობელთან, გვიდასტურებს, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, გატაცებულია ათი მეზღვაური, აქედან ოთხი არის საქართველოს მოქალაქე. ჩვენ აქტიურ კონტაქტზე ვართ როგორც გემთმფლობელთან, ასევე ოჯახის წევრებთან. ვესაუბრე მათ. საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო სააგენტოს თანამშრომლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან გემთმფლობელთან. ვადასტურებთ, რომ გემთმლობელი არის კარგი რეპუტაციის და პასუხისმგებლიანი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უვნებლად დაბრუნდნენ, ასევე ყველაფერს გააკეთებს ქართული მხარე. ყველანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. პროცედურულად ხდება ისე, რომ გამტაცებლები გამოდიან კომუნიკაციაზე გემთმფლობელთან. ჩვენ ჩვენს ხელთარსებულ ყველა ბერკეტს ვიყენებთ", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ