დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„მოგზაურობა მიწისქვეშეთში: უფლისციხე - საქართველოს უძველესი მღვიმური ქალაქი“ 21.02.2020 12:32

 

ინდურ გაზეთ „ზე ნეიშენელ“-ში (The National) გამოაქვეყნებულია სტატია სათაურით „მოგზაურობა მიწისქვეშეთში: უფლისციხე - საქართველოს უძველესი მღვიმური ქალაქი“, რომლის ავტორია ინდოელი ჟურნალისტი კალპანა სანდერი. იგი ამას წინათ საქართველოში იმყოფებოდა.


„ირგვლივ მთვარის პეიზაჟი გეგონება. შორს მთები მოჩანს და მწვანე ველები, ქვემოთ მდინარის დაკლაკნილი კალაპოტი. მის ნაპირზე კი კლდეში გამოკვეთილი ქალაქს ხედავთ, ბაზილიკით დაგვირგვინებულს“, - ასე იწყება ინდოელი ჟურნალისტის შთაბეჭდილებები. იგი აღფრთოვანებულია უფლისციხის სილამაზით, მისი ისტორიით. ჯურნალისტი ინდოელ მკითხველებს განუმარტავს, რომ უფლისციხე „ღმერთის ადგილსამყოფელს“ ნიშნავს და ეს ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნავი ობიექტი იოსებ სტალინის სამშობლოდან - გორიდან 15 კილომეტრზე მდებარეობს.


პუბლიკაციაში გადმოცემულია უფლისციხის ისტორია, გიდის ნაამბობის მიხედვით. „აქ საქართველოს მეფეების რეზიდენციაც იყო არაბული დაპყრობების დროს, მღვიმურ ქალაქში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. უფლისციხეს სამი ათასზე მეტი ხნის ისტორია აქვს. არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია ბრინჯაოს ეპოქის არტეფაქტები, ოქროსა და ვერცხლის ნივთები, რომლებიც საქართველოს მუზეუმებში ინახება“, - აღნიშნავს ავტორი. მასზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია თამარ მეფის დარბაზს, „რომელიც გრანდიოზულ ცერემონიალურ სივრცეს წარმოადგენს“.


„მღვიმური ქალაქიდან მზის შუქზე გარეთ გამოვედით. კიბეზე ჩამოვდივარ და მგონია, რომ დროის მანქანით წარსულში ვიმოგზაურე“, - ასე ამთავრებს სტატიას ინდოელი ჟურნალისტი.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: The national (ინდოეთი)

https://www.thenational.ae/lifestyle/travel/going-underground-exploring-uplistsikhe-georgia-s-oldest-cave-town-1.981982

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ