დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

"კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას" 21.02.2020 13:52

"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევა ამჯერადაც რუსეთმა განახორციელა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად იუწყება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კიბერთავდასხმა საქართველოზე...


"კონსტანტინიდისვე თქმით, აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. მისივე თქმით საქართველო ამ ფაქტს გმობს და მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. კიბერშეტევის ფაქტს აშშ გამოეხმაურა, განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „ტვიტერის"საშუალებით გაავრცელა. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ რუსეთის კიბერთავდასხმას საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყნის ინსტიტუტებზე. რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს ასე მოქცევა საქართველოში და ნებისმიერ ადგილას. კიბერსივრცის სტაბილურობა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან ქცევაზეა დამოკიდებული", - წერს მაიკ პომპეო „ტვიტერზე", - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან" აცხადებს,რომ, რუსეთს საქართველოს მიმართ კონკრეტული ტიპის ჰიბრიდული ომის სტრატეგია აქვს, რომელიც საქართველოს სპეციფიკაზეა მორგებული. ამაზე მე ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ რუსების მიერ იყო განხორციელებული. საქართველოს მიმართ რუსეთს ჰიბრუდული ომის აბსოლუტურად კონკრეტული სტრატეგია აქვს, რომელიც საქართველოს მიმართულებით პერმანენტულად გარკვეული სპეც-ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს, მათ შორის კიბერშეტევებს. ჩავთვალოთ, რომ ესაა ეთგვარი პროფილაქტიკური ტიპის შეტევა, ან პრაქტიკული კიბერმანევრის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ. როგორც ჩანს ისინი წვრთნებს გადიან, სამხედრო წვრთნებსაც თავისი პოლიტიკური ქვეტექსტი გააჩნია, ანუ, მუსკულების დემონსტრირება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წვრთნები ჩაატარეს და საქართველო გახდა ამ წვრთნების სუბიექტი. საქართველო არა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების, არამედ ჯიჰადისტების და სხვა გარკვეული პოლიტიკური ძალების უკან მდგარი სტრუქტურების მიერ განხორციელებული კიბერშეტევის მსხვერპლი ადრეც ყოფილა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სერვერები მთლიანად იქნა გათიშული, რომელიც მეც შემეხო - ჩემი კომპიუტერი მთლიანად წაიშალა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია გარკვეული ფაქტები, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის სტრატეგიას მცოცავი ოკუპაციით, კიბერშეტევებით, საინფორმაციო ომი და ა.შ. ახორციელებს. რუსეთი სხვა დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყნების არჩევნებში ჩაერია და საქართველოს ხელიდან არ გაუშვებს, გამორიცხული არაა, რომ საარჩევნო წელსაც მსგავსი ტიპის კიბერშეტევა განახორციელოს. რუსეთს საქართველოს მიმართ კონკრეტული ტიპის ჰიბრიდული ომის სტრატეგია აქვს, რომელიც საქართველოს სპეციფიკაზეა მორგებული, ჰიბრიდული ომის სტრატეგია უკრაინას და საქართველოს მიმართ განსხვავდება, ესაა გარკვეული სპეციფიკური ტიპის ფსიქოეთნიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებზე აგებული. როგორი საერთაშორისო გამოხმაურებაცაა, მცოცავი ოკუპაციის ფაქტზე, ისეთი გამოხმაურება ექნება კიბერშეტევაზეც, დიდი მოლოდინები მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს და ბუნბრივია, რუსეთიც, როგორც ყოველთვის ამ ფაქტს უარყოფს."-განაცხადა მაისაიამ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ