დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„საჯაროდ ვაცხადებ, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს მალხაზ მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ - მივმართავ გენპროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დამკითხოს“ 22.02.2020 00:47

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში ღიად ასახელებს იმ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია, მალხაზ მაჩალიკაშვილს ცრუ ინფორმაციებს აწვდის და აქეზებს სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ. ეს ადამიანი ჟურნალისტი ელისო კილაძეა. შეგახსენებთ, რომ ამ პერსონის შესახებ კუბლაშვილმა ზოგადი განცხადება “ალტ ინფოსთან” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, თუმცა მაშინ თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან. ამას მოჰყვა ელისო კილაძის რეპლიკა, რომ მარიამ კუბლაშვილი სოსო გოგაშვილის აგენტია და მას ეხმარება მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ამ რეპლიკას ადვოკატის პასუხი მოჰყვა. მარიამ კუბლაშვილი ელისო კილაძეს მიმართავს და წერს: 

 

„ბოდიში, თქვენ თავადვე ააშკარავებთ საკუთარ თავს. ღელავთ და ბორგავთ. სიტყვაც დაგიძველდათ, ზედმეტად ბევრჯელ გაისარჯეთ ჩემი შეურაცხყოფით, დაცინვით, ცილისწამებით. გოგაშვილი თვალითაც არ მინახავს თქვენგან განსხვავებით, მასთან არასდროს, არანაირი კონტაქტი არ მქონია. თუმცა მე აუცილებლად მომიწევს სიმართლის თქმა, რომ თქვენ გვაჩვენეთ წინასწარ დაბეჭდილი ფოტოსურათი, დაგვარწმუნეთ, რომ სწორედ ი. გოგაშვილია დამნაშავე, აგვიხსენით მისი ვინაობის შესახებ და ა.შ. თქვენ ჩემს თვალწინ აქეზებდით შვილმოკლულ მამას, არწმუნებდით, რომ ეს ადამიანია ყველაფრის დამგეგმავი და მომწყობი, თანაც მეტად დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ,,სანდო წყარომ მომიტანა ინფორმაციაო", ამასაც დასძენდით. არ გამოვა თქვენი ტაქტიკა, ჩემზე არ მოქმედებს მსგავსი სიბინძურეები, არაერთხელ გავლილი მაქვს. ნურც თავდასხმის ხერხით გაირჯებით თავდაცვის ნაცვლად, თავად იცით, რომ უამრავი თქვენი ნამოქმედარის მოწმე ვარ და ამიტომაც მებრძვით. ნერვებმა გიმტყუნათ, ვწუხვარ“.

 

ახლახან მარიამ კუბლაშვილმა სოციალური ქსელიდან ოფიციალურად მიმართა პროკურატურას და დაკითხვა მოითხოვა: „საჯაროდ ვაცხადებ, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს მალხაზ მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ. მივმართავ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დამკითხოს აღნიშნულთან დაკავშირებით“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ