დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

თურქეთის ხელისუფლებამ, კორონავირუსის გამო, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო 23.02.2020 17:31

თურქეთის ხელისუფლებამ, ირანში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებაში წერია. „თურქეთ-ირანის საზღვარი დაიკეტა კორონავირუსთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, დღევანდელი მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 8 ადამიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ