დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

სააკაშვილ-მაჩალიკაშვილის შეხვედრის დეტალები - ვის მოშორებაზე ისაუბრეს კიევში 23.02.2020 23:12

 

სამიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა. როგორც სანდო წყარო გვატყობინებს, სასტუმრო „პრემიერში“ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სააკაშვილის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხატია დეკანოიძე, გიგი კალანდაძე, ზურაბ ადეიშვილი, დავით საყვარელიძე და გია ლორთქიფანიძე. მათი განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, იყო ის, თუ როგორ, რა მეთოდებით გააძლიერონ არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია და როგორ ჩამოიშორონ ამ ხელისუფლების მომხრეები. სააკაშვილის დავალების თანახმად, მთავარი სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი. კონკრეტულად მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილმა ამ მხრივ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ანუ უფრო უნდა მოუმატოს მის ლანძღვას და გადაიბიროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი.

 

მეორე პიროვნება, რომლის მოშორებაზეც ისაუბრეს, ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი. როგორც წყარო აღნიშნავს, ამ მხრივ ასეთი სქემა შეიმუშავეს: რაკი ბოლო დროს სოსო გოგაშვილი გააქტიურებულია, როგორმე უნდა განეიტრალდეს და თანაც ისე, რომ ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ „შეეტენოს“ და ის მმართველ გუნდს დაუპირისპირდეს. 20 თებერვალს სააკაშვილმა, მაჩალიკაშვილმა და ზემოთ ჩამოთვლილმა ბობოლა „ნაციონალებმა“ კიევში, რესტორან „ლაზიკაში“ იქეიფეს, ციხიდან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება აღნიშნეს.

 

ვიდეოში ხედავთ, თუ როგორ ხვდება მაჩალიკაშვილს აეროპორტში სააკაშვილის მიერ გაგზავნილი უცნობი პიროვნება და როგორ ახურდავებენ ვალუტას.

 

იხილეთ ვიდეო:

 


წყარო: lid.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ