დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა 23.02.2020 23:31

დიუსელდორფში დასრულებულ გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან მასპინძელი ძიუდოისტი იოჰანეს ფრეი რამდენიმე წამში, ულამაზესი გდებით დაამარცხა. თუშიშვილმა ნახევარფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვა გაფრთხილებებით დაამარცხა. დღესვე მეორე ქართველმა ბექა ღვინიაშვილმა (90კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ხოლო პირველ საშეჯიბრო დღეს მეორე ადგილი ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) მოიპოვა. სულ კი დასრულებულ ტურნირზე ჩვენი ნაკრების ყულაბაში ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ