დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„რობინ ჰუდი პოლიტიკაში" - ექს-პრემიერმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებას წლის ბოლომდე დაამხობს“ 24.02.2020 12:29

აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ «Каспий»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რობინ ჰუდი პოლიტიკაში // ექს-პრემიერმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებას წლის ბოლომდე დაამხობს“ (ავტორი - ალი საიდოვი).


პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია,  ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა საპყრობილედან ყოფილი პრემიერ-მინისტრის (უფრო ადრე - შინაგან საქმეთა ექს-მინისტრის) ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას. ავტორი საკმაოდ ვრცლად აღწერს იმ აჟიოტაჯურ შეხვედრას, რომელიც ოპოზიციონერებმა და ჟურნალისტებმა ექს-პრემიერ მოუწყეს. სტატიაში ხაზი აქვს გასმული ვანო მერაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების დამხობის თაობაზე, აგრეთვე ექს-მინისტრის მიმართვას ქართული პოლიციისადმი, პოლიციელთა ღირსების აღდგენასთან დაკავშირებით.

 

„სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილი იმ დროს, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტია იყო, მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მინისტრად ითვლებოდა. შინაგან საქმეტა უწყების ხელმძღვანელად მუშაობის დროს ვანო მერაბიშვილი ენერგიულად ებრძოდა კორუფციას და ორგანიზებულ დამნაშავეობას“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


უნდა ითქვას, რომ ვანო მერაბიშვილის სიტყვები ხელისუფლების დამხობის თაობაზე თვით მის მომხრეებსაც არ მოეწონათ და ისინი იძულებულნი გახდნენ ექს-პრემიერის განცხადების განმარტება და კორექტირება მოეხდინათ - იგი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას გულისხმობდაო. რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვანო მერაბიშვილის იდეები მკაცრად გააკრიტიკა: „ისინი დამხობას რამდენჯერმე შეეცადნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, არც ამჯერად არ გამოუვათ“, - ციტირებს ავტორი პრემიერის ნათქვამს. როგორც ჩანს, გიორგი გახარიამ რაღაც იცის, ამას რომ აცხადებს: ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიდან ამჟამად ყველა დახურული არ არის და ხელისუფლებას იგი „მოკლე თოკით ჰყავს დაბმული“ - გავიხსენოთ, რომ საპყრობილედან  [2017 წელს] გათავისუფლებული გიგი უგულავა ახლახან ახალი ბრალდებით ისევ ციხეში დააბრუნეს.


გახდება თუ არა ვანო მერაბიშვილი „რობინ ჰუდი პოლიტიკაში? პასუხი ამ კითხვაზე რთულია, მაგრამ თვით კითხვა არცთუ უსაფუძვლოა: მიმდინარე წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ცატარდეს და სავარაუდოდ, მოსალოდნელია მასობრივი პროტესტები. არაა გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილი ანტისამთავრობო გამოსვლებში ჩაერთოს, ან შეიძლება მათი ხელმძღვანელიც კი გახდეს“, - ასეთ პროგნოზია გაკეთებული სტატიის დასასრულს.


წყარო: გაზეთი «Каспий» (აზერბაიჯანი)

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ