დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

“პატრიარქმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა” 24.02.2020 13:36

„იერუსალიმის საპატრიარქო არღვევს მართლმადიდებლური კანონიკური სამართლის წესებს, ამიტომ მიუღებელია იერუსალიმის ეკლესიის ინიციატივა. ივარაუდება, ეს ინიციატივა პროვოცირებული და წაქეზებულია რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან, რადგან მას დიდი გავლენები აქვს იერუსალიმის ეკლესიაზე და არ უნდა თავად გამოჩნდეს ამგვარი არაკანონიერი ინიციატივის ავტორად და ეს ყველაფერი გააკეთა იერუსალიმის საპატრიარქოს სახელითა და პატრიარქის ხელით. საქართველოს საპატრიარქომ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უარი თქვა ამ კრებაზე დასწრებაზე”, - აცხადებს თეოლოგი ლადო ნარსია 26 თებერვალს იორდანიის ამანში იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამის მიერ დაგეგმილ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაზე საუბრისას, სადაც უკრაინის ეკლესიის საკითხი და მართლმადიდებელ სამყაროში ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილი განხეთქილება უნდა განიხილონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “პატრიარქმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა”, - თეოლოგი ლადო ნარსია.


“ინიციატივა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ 2019 წლის ნოემბერში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელ კირილთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ წამოაყენა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების მხოლოდ ნაწილი. შეკრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ რადგანაც შეკრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს მსოფლიო პატრიარქმა და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავს შეიკავებს მასში მონაწილეობაზე, რადგან თვლის რომ შეხვედრა და რთულ საკითხებზე, მათ შორის, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა, ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს. თეოლოგი ლადო ნარსია ამბობს, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს არ ჰქონდა უფლება მოეწვია კრება და გამოეცხადებინა თავი ამ კრების თავმჯდომარედ, რადგან კრების მოწვევა არის მკაცრად რეგლამენტირებული და გარკვეული პროცედურები გააჩნია მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალში. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უარი თქვა ამ კრებაზე დასწრებაზე, თუმცა, ნარსიას შეფასებით, ეს კონკრეტული გარემოებებით იყო ნაკარნახევი. თეოლოგის თქმით, იერუსალიმის პატრიარქის მოწვევაზე დათანხმება პრაქტიკულად იმის დადასტურებად იქნებოდა აღქმული, რომ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის საკითხში რუსეთის ეკლესიის პოზიციას იზიარებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ