დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განლაგებით, თეირანი და მოსკოვი გამოუვალ მდგომარეობაში მოექცევიან“ 25.02.2020 12:06

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ ეგზემინერ“-ში Washington Examiner») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განლაგებით, თეირანი და მოსკოვი გამოუვალ მდგომარეობაში მოექცევიან“, რომელშიც გატარებულია იდეა - თურქეთში, ინჯირლიყში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზა საქართველოში იქნეს გადმოტანილი. პუბლიკაციის ავტორი გახლავთ მირო ფოფხაძე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, რომელიც 2015-დან 2019 წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იყო პენტაგონში.


ავტორი სტატიის დასაწყისში აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში განუხრელად მატულობს რუსეთისა და ირანის გავლენა. მოსკოვი თავის აგრესიულ ხასიათს ავლენს აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართაც. რა არის იმისთვის საჭირო, რომ ირანის გავლენა და რუსეთის აგრესიული ექსპანსია შეჩერდეს? ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთსა [და მის მომიჯნავე რეგიონებში], რუსეთთან და ირანთან ახლოს, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს. „ამ მიზნების მისაღწევად აშშ-სათვის საქართველო იდეალურ ადგილს წარმოადგენს“, - ხაზს უსვამს ავტორი.


„ცივი ომის დროს საქართველო ერთადერთი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოს - თურქეთს ესაზღვრებოდა. სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, საბჭოთა სამხედრო სარდლობამ საქართველოს ტერიტორიაზე რთული სამხედრო ინფრასტრუქტურა შექმნა: სამხედრო ბაზები, სასწავლო ცენტრები, აეროდრომები და მიწისქვეშა ქალაქებიც კი - ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად და მეორე მხრივ - შეტევითი ოპერაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.


ბოლო წლებში, აშშ-ის მხარდაჭერით, თბილისმა საკმაოდ მნიშვნელოვანი სახსრები დახარჯა ჰოსპიტლების, სამხედრო ბაზებისა და აეროპორტების რემონტის მიზნით. ახალი ინფრასტრუქტურა შეიძლება არამხოლოდ ქართული სამხედროე მოსამსახურეებისთვის იქნეს გამოყენებული, არამედ ნატოს ჯარებისთვისაც, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში იმყოფებიან. მაგალითისათვის შეიძლება გავიხსენოთ საქართველოს მონაწილეობა ერაყში და ავღანეთში მყოფი ნატოს სამხედრო კონტინგენტის ოპერაციების უზრუნველყოფის საქმეში.


საქართველოს მდებარეობისა და არსებული ინფრასწრუქტურის გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია უფრო მეტი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც აშშ-ის ძალისხმევაში ირანის გავლენის შეზღუდვის მიზნით ახლო აღმოსავლეთში, ასევე რუსეთის საფრთხე-მუქარების შესაკავებლად - სამხრეთ კავკასიაში.


უფრო მეტიც - რადგან ბოლო დროს ვაშინგტონ-ანკარის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაშორდა, თურქეთში არსებული ინჯირლიყის სამხედრო ბაზა მუდმივი დავის საგანი გახდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო საშუალებაა ბაზის დილოკაციის შეცვლა. საქართველოს ამ მიზნით შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ავიაბაზის ასაშენების მიზნით, პოტენციურ ადგილად თავისი სამხედრო-საჰაერო ბაზა შესთავაზოს რომელიც ვაზიანში მდებარეობს და ყოფილ საბჭოთა ბაზას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ განზრახული საქართველოს გადასცეს განსაზღვრული საშუალებები და იარაღი, ვაშინგტონს მაინც შეუძლია იმდენი ძალის თავმოყრა, რომელსაც ორივე რეგიონში აშშ-ის გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა ექნება.


ვაშინგტონს იმავდროულად ასევე შეუძლია განიხილოს ექსპერტის ლიუკ კოფის წინადადება საქართველოში აშშ-ის ჯარების განლაგების თაობაზე, რადგანაც პენტაგონს სირიიდან და ერაყიდან მათი გაყვანა აქვს განზრახული. ახალქალაქის სტრატეგიული მდებარეობისა და სირია-ერაყთან მისი სიახლოვის გათვალისწინებით (კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზაა საქართველოში, როელიც სირიის ქალაქ რაქადან 460 მილის მოშორებით მდებარეობს), ეს  იდეალური ადგილია სწრაფი რეაგირების ამერიკული კონტინგენტის განსათავსებლად - იმ შემთხვევისათვის, თუ ტერორისტული „დაიში“ („ისლამური სახელმწიფო“) კვლავ აღორძინდება, ან ახლო აღმოსავლეთში სხვა რაიმე კონფლიქტი თუ წარმოიქმნება.


საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების დამატებითი მომგებიანობა იმაშიც გამოიხატება, რომ სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსი შეიცვლება. ეს საშუალებას მისცემს სომხეთს უფრო მეტად განამტკიცოს კავშირები აშშ-სთან, ასევე შეცვალოს თავისი სტრატეგიული საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია. საქარტველოში აშშ-ის ბაზის განთავსება ხელს შეუწყობს ერევნის დამოკიდებულების შემცირებას რუსეთის სამხედრო ძლიერებაზე  და ახალ იმპულსს მისცემს სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის დარეგულირებას, გამოაცოცხლებს ევროანტლანტიკურ ინტეგრაციულ ძალისხმევას.


როგორც ცნობილია, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც ებრძვის რესპუბლიკის პრორუსულ კომპირებულ ისტებლიშმენტს, საკმაოდ აშკარად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ იზრდება სომხეთის პოტენციალი მისი სტრატეგიული ორიენტაციის შესაცვლელად დასავლეთის მიმართულებით.


აშშ-ის სამხედრო ბაზის გადმოტანას საქართველოში ასევე შეუძლია დახმარების გაწევა აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობის აღსადგენის საკითხშიც: 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, აზერბაიჯანმა თავი დაუცველად იგრძნო და ამიტომ რუსეთთან ახლო ურთიერთობა არჩია. ამერიკული ბაზა ქართულ მიწაზე, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ამერიკულ-აზერბაიჯანულ თანამშრომლობას, მეორე მხრივ კი,  ბაქოს რწმენა განუმტკიცდება იმ პრობლემების მოგვარებისათვის, რომლებიც მოსკოვისაგან მომდინარეობს.


ვაშინგტონელ სკეპტიკოსები შეიძლება შეშფოთდნენ და განაცხადონ, რომ აშშ-ის ბაზა საქართველოში რუსეთისა და აშშ-ის შეტაკების რისკს გაზრდისო. მათ შეუძლიათ თქვან, რომ რუსეთს უფრო მეტი ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს და რომ მოსკოვი ყოველთვის შეეცდება სიტუაცია გაუმწვავოს ვაშინგტონს საქართველოს ირგვლივ ყოველ კონფლიქტში. მაგრამ აშშ-ის ჯარები უფრო ძლიერნი არიან, მათ უფრო უკეთესი აღჭურვილობა აქვთ, ვიდრე რუსებს. თუ გავითვლწინებთ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო-და ეკონომიკურ უპირატესობას, მაშინ რუსეთს უფრო ნაკლები შანსები ექნება ომი დაუწყოს ამერიკას საქართველოში სამხედრო ბაზის გამო.


ცივი ომის დროს ევროპაში აშშ-ის მძლავრი სამხედრო ძალები ყოფნა საბჭოთა კავშირისათვის შემაკავებელ როლს ასრულებდა. და თუ კავკასიაშიც იქნება ამერიკის სამხედრო ძალები, ეს ბევრად უფრო სუსტი რუსეთისათვის სამომავლოდ იგივე ფაქტორის როლს შეასრულებს, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული პუბლიკაციის დასასრულს.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: გაზეთი «Washington Examiner» (აშშ)

https://www.washingtonexaminer.com/opinion/op-eds/keep-moscow-and-tehran-at-bay-by-putting-a-us-military-base-in-georgia

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ