დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„აღმოსავლეთის პარტნიორობა“: ჩიხი თუ ტრამპლინი ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე?“ 25.02.2020 12:16

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ Deustche Welle») აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას სათაურით „აღმოსავლეთის პარტნიორობა“: ჩიხი თუ ტრამპლინი ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე?“, რომელშიც განხილულია პროგრამის მონაწილე ქვეყნების - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის განვითარება ათი წლის განმავლობაში.


„მარტში ევროკომისია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებს ახალ წინადადებებს შესთავაზებს, რომლის საფუძველზე ევროკავშირის ახალი ურთიერთობა ჩამოყალიბდება ამ ექვს სახელმწიფოსთან. რა ელოდებათ აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას, საქართველოსა და სომხეთს „აღმოსავლური პარტნიორობის“ განახლებული პროგრამით?


როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირი „პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებს სრულუფლებიანი წევრობისათვის კარს არ უღებს. თავიდანვე ეს პროგრამა გულისხმობდა მხოლოდ „ეკონომიკურასოცირებას და პოლიტიკურ ინტეგრირებას ევროკავშირთან. სამმა ქვეყანამ - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ - ასეთი შანსით ისარგებლა, სამმა კი უკან დაიხია. მაგრამ რამდენად გამართლდება თბილისის, კიშინიოვისა და კიევის იმედები ევროკავშირში გასაწევრიანებლად? მათ ხომ უკვე ხელი აქვთ მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე?


საქმე იმაშია, რომ ევროკავშირში ამ საკითხისადმი ერთიანი დამოკიდებულება, ერთნაირი მიდგომები არ აქვთ. მიზეზი ისაა, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილია და ამ პროგრამით ევროკავშირის წევრობა შორეული მომავლისათვისაც კი არაა გათვალისწინებული. ევროგაერთიანებაში გასაწევრიანებლად სულ სხვა ინსტრუმენტი არსებობს - გაფართოების პოლიტიკა.


ბევრს ეს განსხვავება შეიძლება ბიუროკრატიულად მოეჩვენოს, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკებისა და დიპლომატებისათვის მას იმდენად პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ „დოიჩე ველეს“ მონაცემებით, ამ პროგრამაში წევრობის პერსპექტივას ევროკავშირის არცერთი წევრი არ დათანხმდება. ამას ემატება საერთო სკეფსისი ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით. მთავარ სკეპტიკოსებს შორისაა საფრანგეთი, რომელმაც ადრე ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება დაბლოკა. „აღმოსავლეთის პარტნიორბის“ მიმართ პარიზის დამოკიდებულებაზე ბოლო დროს მნიშვნელოვან გავლენას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ახალი კურსი რუსეთთან დაახლოების მიზნით.


თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფრანგული პოლიტიკა ევროკავშირის წევრებში სოლიდარობას ვერ პოულობს: როცა პარიზმა ალბანეთისა და მაკედონიის მიღება დაბლოკა,, სხვებმა მხარი არ დაუჭირეს, საფრანგეთი მარტოდ დარჩა (თუმცა პარიზმა ტავისი მაინც გაიტანა). რაც შეეხება „აღმოსავლეთის პარტნიორბის“ ქვეყნებს, საფრანგეთთან ერთად, მათი მიღების მოწინააღმდეგეები იტალია და საბერძნეთის არიან.


მაგრამ არის ენთუზიასტების ჯგუფიც: ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები, „ვიშეგრადის ოთხეულის“ წევრები, რუმინეთი... მათი აზრით, რაც მეტი წარმატებული და რეფორმირებული ქვეყანა გაწევრიანდება ევროკავშირში, მით უფრო კარგია.


შუალედურ პოზიციაა აქვთ დაკავებული გერმანიას, ნიდერლამდებს და ავსტრიას. ისინი არც სკეპტიკოსები არიან და არც ენთუზიასტები, მათ სხვა პრიორიეტეტბი აქვთ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილეებმა თავიანთი ძალისხმევით და ევროპის დახმარებით მეტს მიაღწიონ კორუფციასთან ბრძოლაში და სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებაში. არიან ქვეყნები, რომლებისთვისაც ეს პროგრამა არანაირ როლს არ ასრულებს - მაგალითად, პორტუგალია და მალტა.


ნიშნავს თუ არა ევროკავშირის უარი იმას, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების გზა ევროკავშირისაკენ ჩიში შედის? სრულიადაც არა, რადგან პროგრამა ყველა შემთხვევაში მაინც ევროკავშირთან დაახლოება-ინტეგრაციას უზრუნველყოფს.


„მართალია, ინტეგრაციის ძალიან მაღალი დონეც კი არ არის გარანტია უკრაინის, მოლდოვას თუ საქართველოსათვის, რომ ისინი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან, მაგრამ, ბუნებრივია, ევროკავშირისათვის ძნელი იქნება, რომ მათ აშკარა უარი განუცხადოს“, - განუმარტა „დოიჩე ველეს“ ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.


მოამზადა: სიმონ კილაძემ

წყარო: https://p.dw.com/p/3YKcI

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ