დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ლარი მისი ბუნებრივი წონასწორობისკენ მიდის"- გიორგი ცუცქირიძე 25.02.2020 15:48

სასიამოვნო სიახლე - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.80 ლარი გახდა. თუ რა გახდა დოლარის სტაბილიზაციის მიზეზი, ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ ექსპერტს საბანკო-საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.

 

„გასული წელი რამდენიმე ფაქტორით იყო მნიშვნელოვანი, როგორც პოზიტიურით, ასევე ნეგატიურით.


პოზიტიური ნაწილი კურსთან პირდაპირაა დაკავშირებული. ეს არის ეკონიმიკური ზრდა, რომელიც იყო საკმაოდ მაღალი პროგნოზით, მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული 0,6 პუნქტით. 5,6 % დაფიქსირდა, რაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


მარალი ეკონომიკის მაჩვენებელი გამოწვეული იყო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორით, რომელიც წმინდა ექსპორტის ზრდაა. ზოგადად ექსპორტი სამ მილიარდ 777 მილიონამდე იყო გაზრდილი 2019 წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლებში.


გასულ წელთან შედარებით, იმპორტის გადაფარვა ექსპორტით იყო ნახევარ მილიარდამდე, ნახევარი მილიარდით მეტი ვალუტა დარჩა ქვეყნის ეკონომიკაში, გარეთ არ გავიდა. ეს სავაჭრო ბალანსზე აისახა პოზიტიურად.  ყველა ეს ფაქტორი, წმინდა ექსპორტი, ეკონომიკური გზა, სავაჭრო დეფიციტი და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, არის უშუალოდ მომხდენი სავალუტო კურსზე. როცა ეს უმჯობესდება, ბუნებრივია ლარზე დაწოლა მცირდება. აი ამ ფაქტორებმა გამოიწვია დიდწილად ის, რომ წლის ბოლოს ლარის კუთხით, გარკვეული სტაბილიზაცია იყო. 


ბიუჯეტის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცით, რომ შემოსავლებში გადაჭარბებით შესრულდა. ამან საშუალება მოგვცა, რომ მთავრობას მეტი ფული ჩაედო კაპიტალურ ინვესტიციებში, რამაც ასევე პოზიტიური როლი ითამაშა ეკონომიკურ გზაზე. ეს ფაქტორები დღესაც გრძელდება. ამიტომაცაა, რომ ლარი მისი ბუნებრივი წონასწორობისკენ მიდის. "


ექსპერტი ვარაუდობს, რომ ლარის კურსი სტაბილურია და შენარჩუნდება.

 

„ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ შიდა ფაქტორებით არ იზომება. თუ გარე, გლობალური, შიდაპოლიტიკური ფაქტორო არ აღმოჩნდა მაპროვოცირებელი ლარის კურსთან, შეიძლება ითქვას, რომ ლარის შემდგომი სტაბილიზაცია შემდგარი ფაქტია“.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ