დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ყველა ქვეყანა, მათ შორის ირანი, ვალდებულია, გამოაქვეყნოს სწორი ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით და ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან“ 25.02.2020 20:44

აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ირანის ხელისუფლება, შესაძლოა, მალავდეს ინფორმაციას ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის მასშტაბური აფეთქების თაობაზე. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ჟურნალისტებს განუცხადა. „აშშ უკიდურესად შეშფოთებულია ინფორმაციით იმის შესახებ, რომ ირანმა არ წარმოადგინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალები კორონავირუსის აფეთქების შესახებ. ორშაბათის მონაცემებით, ირანი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩებოდა პირთა რაოდენობით, რომლებიც გარდაიცვალნენ ვირუსით დაინფიცირების შედეგად. ყველა ქვეყანამ, მათ შორის ირანმა, უნდა გამოაქვეყნონ მართებული ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით და ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დახმარებას უწევენ ქვეყნებს“, - განაცხადა პომპეომ.

 

ბოლო ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით 95 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 15 გარდაიცვალა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ