დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს 26.02.2020 13:28

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი ორი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ერთმანეთში განახორციელეს ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები, რითაც, ერთ - ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა ხის მასალის ნაშთი და დღგ - აქტივი, რომელიც შემდგომში ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 100 000 ლარს აღემატება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210- მუხლის მეორე და 185- მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7-წლამდე ვადით.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ