დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პერსპექტივა 26.02.2020 15:11

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს ინტერვიუს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან კახით თურჰანთან, რომელიც ქვეყნის რკინიგზების მდგომარეობაზე საუბრობს.


მინისტრის თქმით, 2019 წელს თურქეთის რკინიგზებმა მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადატანში ისტორიული რეკორდი დაამყარა. ეს ყველაფერი განხორციელდა ახალი რკინიგზების მშენებლობის, ძველის მოდერნიზებისა და თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვით. კახით თურანმა ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს პერიოდში თურქეთი მსოფლიო ლოჯისტიკის ცენტრად გადაიქცევა.


მინისტრი შეეხო „შუალედურ სარკინიგზო დერეფანს“ - თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთმანეთთან დამაკავშირებელ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზასაც:. როგორც მან აღნიშნა, თურქეთი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს ამ სარკინიგზო მაგისტრალს, რომელსაც წინ დიდი პერსპექტივა აქვს. პირველმა სატრანზიტო მატარებელმა 11500 კილომეტრი, ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, ჩინეთამდე 18 დღეში დაფარა, რაც საწყის ეტაპზე არცთუ ცუდი შედეგია.


„შუალედური სარკინიგზო დერეფანი“, თავისი პოზიტიური მონაცემებით, ყველაზე რენტაბელური გზაა აზიასა და ევროპას შორის: „დერეფანი იწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, გრძელდება საქართველოსა და აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის ნაპირებამდე, შემდეგ კი გადადის იმიერკასპიისპირეთში და შუა აზიის დერეფანს უერთდება ჩინეთამდე. სულ მალე ეს დერეფანი მსოფლიო ვაჭრობის ცენტრად გადაიქცევა. მისი გამტარუნარიანობა სულ უფრო იზრდება“, - აღნიშნავს თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი და ბაქო-თბილისი-ყარის რკინიგზას ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებს.


მოამზადა: სიმონ კილაძემ


წყარო: Anadolu Ajansı (თურქეთი)


https://www.aa.com.tr/tr/ekonomi/demir-yolu-tasimaciliginda-2019-rekor-yili-oldu/1744059

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ