დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"რა შეიძლება მოსთხოვოს ასეთ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს და რა პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები დაგვეკისრება, როგორც ნატოს პარტნიორ ქვეყანას?!" 28.02.2020 12:52

ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპისკენ დაძვრის საშუალება მისცა - საქართველოს საზღვრების დაცვა მხოლოდ კორონასგან აღარ მოგვიწევს და ეს გაცილებით რეალური საფრთხეა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თურქეთმა ნატოს მიმართა, აამოქმედოს მე-5 მუხლი და რუსეთის მიერ თურქეთის სამხედრო კოლონის დაბომბვა ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად შეაფასოს. ნატო უმძიმესი არჩევანის წინაშე დგას: უარი უთხრას თავდაცვაზე თავის ერთ-ერთ უდიდეს წევრს; რუსეთის ბომბები ასადის რეჟიმს გადააბრალოს და ომი გამოუცხადოს სირიას თუ პირდაპირ აღიაროს რუსეთის თავდასხმა თურქეთზე, გამომდინარე შედეგებით! როგორ და სად გაგრძელდება რუსეთ-თურქეთის ომი: მხოლოდ სირიაში თუ მის ფარგლებს გარეთ; და მთავარი საფრთხე ჩვენთვის - რა მასშტაბს მიიღებს და როგორ მოუბრუნდება რუსეთ-თურქეთის ომი საქართველოს; რა შეიძლება მოსთხოვოს ასეთ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს და რა პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები დაგვეკისრება, როგორც ნატოს პარტნიორ ქვეყანას?! რა დაემართება თურქულ ლირას და ქართულ ლარს?! საქართველო, სიტუაციის გართულების შემთხვევაში არნახული გამოწვევების წინაშე დგება." - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ